მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mice ტურიზმი და უცხოელი ვიზიტორები - "ლოპოტა" მარკეტინგულ კამპანიებს იწყებს

5eb90278a1294
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.20 13:43
1698
"ჩვენ PR-ზე იმ კუთხით დავიწყეთ მუშაობა თუ რამდენად კარგად ვართ მომზადებულები, რომ შევძლოთ ოპერირება ამ შეზღუდვებთან ერთად", - ამის შესახებ „ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა ანდრეი ვლასოვმა BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობის მიერ ტურიზმის სექტორის ამოქმედების თარიღის გადმოწევისთანავე მათ გაუჩნდათ ჯავშნები შიდა ტურიზმის მიმართულებით, თუმცა სასტუმროს მმართველი მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური შეკვეთებით სასტუმრო სათანადოდ ვერ დაიტვირთება, ამიტომ ბიზნეს ტურიზმის და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად მარკეტინგულ კამპანიას იწყებენ.

„ჯერჯერობით, გვაქვს მხოლოდ ინდივიდუალური ჯავშნები შიდა ტურიზმის მიმართულებით ჩვენი ტრადიციული მომხმარებლებისგან, რომლებიც განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდს ჩვენთან ატარებენ. ამ კრიზისულ პერიოდში ჩვენმა ინფრასტრქტურულმა მოწყობამ, გაშლილმა სივრცემ გარკვეული უპირატესობა მოგვანიჭა. შემდგომი პერიოდი ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ჩვენ საკმაოდ დიდი დასასვენებელი სივრცე გვაქვს, 200 ნომრიანია სატუმრო, რომელიც მხოლოდ ინდივიდუალური ტურიზმის ხარჯზე სრულად ვერ დაიტვირთება. ყოველთვის  ჯავშნების ძალიან დიდ ნაწილს მოიცავდა საქმიანი ტურიზმი, კორპორატიული მიმართულება, რაც დამოკიდებულია სხვა ორგანიზაციების ამოქმედებაზე, რამდენად ექნებათ მათ თანხები ამ მიმართულებით დასახარჯად;  ასევე, ჩვენი დატვირთულობა დამოკიდებულია ფრენების განახლებასა და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა ვფიქრობ, რომ სექტემბრისთვის, თუ დინამიკა ასევე დადებითად განვითარდება როგორც - ახლა, მაშინ შესაძლოა, 2019 წლის შედეგებს არ დავუბრუნდეთ, მაგრამ კარგი ტალღა დავიჭიროთ“, - განმარტავს ანდრეი ვლასოვი.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, კერძო სექტორი თავის სტრატეგიულ ბაზრებზე გააქტიურდეს, რათა ივლისიდან რაც შეიძლება მეტი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში.

„ყველა სასტუმროს ძირითადი მარკეტინგული ხარჯი არის ციფრული მედიის არხები ანუ ეს არის "ინსტაგრამი", "ფეისბუქი", "გუგლი" და ა.შ.  ვაპირებთ ამ პლატფორმების აქტიურად გამოყენებას. ჩვენ PR-ზე იმ კუთხით დავიწყეთ მუშაობა, რამდენად კარგად ვართ მომზადებულები, რომ შევძლოთ ოპერირება ამ შეზღუდვებთან ერთად - პატარა სარეკლამო რგოლებს ჩავწერთ და გავავრცელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში,  ასევე, მარკეტინგულ კამპანიებს გავაგრძელებთ  ევროპის ქვეყნებში, ვგულისხმობ გერმანიას, ავსტრიას, ვფიქრობ, ეს ის ქვეყნებია, სადაც კარგად გაართვეს თავი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ამ მიმრთულებით გავაქტიურდებით“, - განმარტავს ანდრეი ვლასოვი.