11.სექტემბერი .2019 00:20

მიჩიგანში არომატიზებული ელექტრონული სიგარეტი აკრძალეს

views 524
უკან

მიჩიგანი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შტატი გახდა, სადაც არომატიზებული ელექტრონული სიგარეტი სრულიად აკრძალეს.
გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტმა მიიღო.

სპეციალური საგანგებო რეგულაციების თანახმად, ნიკოტინის პროდუქტების რეალიზაცია და რეკლამირება შტატის მასშტაბით კანონით აიკრძალა. ამგვარი მეთოდებით, ადგილობრივ ხელისუფლებას არასწრულწლოვანების "მავნე ჩვეულებისგან" დაცვა სურთ.

როგორც ცნობილია, არომატიზებული ელექტრონული სიგარეტები ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან პოპურალულია.

არსებული მონაცემების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 3,6 მილიონი სკოლის მოსწავლე არომატიზებულ ელექტრო სიგარეტს მოიხმარს.