საქსტატის ცნობით, აპრილში ქვეყანაში ინფლაცია 12.8%-მდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში ფასების ორნიშნა ზრდაა სურსათის და ტრანსპორტის მიმართულებით. რეფინანსირების განაკვეთი ახლა 11%-ია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა კი 11 მაისსაა დანიშნული.
ინფლაციის მოთოკვის საშუალებებზე დღეს ჟურნალისტებმა კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე დაუსვეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ინფლაციაზე გავლენა ორმა შოკმა მოახდინა, პირველი ეს იყო პანდემია, შემდეგ კი რუსეთის უკრაინაში შეჭრა. მან აღნიშნა, რომ ეს გლობალური პრობლემაა.
„რაც შეეხება რეაგირების მექანიზმებს, მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნის მხარეზე ზემოქმედების ელემენტია და მასში მიწოდების მხარეზე ზემოქმედების ელემენტი არ არსებობს. ფაქტორი, რომელიც ინფლაციას ზრდის, ეგზოგენურია, ანუ საგარეოა - როდესაც ნავთობის ფასები იზრდება და ა.შ. ის აუცილებლად გადაეცემა ეკონომიკას.
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორები, რომ პანდემიის გამო ჩვენ გვქონდა დაგუბებული მოთხოვნა და აქედან არის გამოწვეული, რომ პორტფელის ზრდა ჯერ ისევ მაღალია. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკის შედეგად ყველა ზომას მივიღებთ, რომ ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკა მკაცრ დონეზე შენარჩუნდეს. ჩვენ ამავე დროს განვაცხადეთ, რომ პოლიტიკა გამკაცრდება იქამდე, სანამ ინფლაციის მოლოდინები მოთოკვის ნიშნებს არ დავინახავთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.
სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინფლაციასთან მიმართებით არსებულ ვითარებაში პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან სიტუაცია ძალიან სწრაფად იზრდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი