მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft ათობით ჟურნალისტის რობოტებით ჩანაცვლებას აპირებს

5ed24c05d0b45
თამთა ჯიჯავაძე
30.05.20 16:23
1763
Microsoft ათობით ჟურნალისტის რობოტებით ჩანაცვლებას აპირებს. კერძოდ, როგორც BBC წერს, კონტრაქტით აყვანილი ჟურნალისტები, რომელიც კომპანიის ვებგვერდ MSN-ზე მუშაობენ, ჩანაცვლდებიან ავტომატიზებული სისტემებით, და შემდეგ უკვე რობოტები აარჩევენ ახალ ამბებს, რომელიც ვებგვერდზე უნდა გამოჩნდეს. ამჟამად ამ მოვალეობას ჟურნალისტები ასრულებენ.

Microsoft-მა განაცხადა, რომ ეს სტრატეგია ბიზნესის გადაფასების ნაწილია.

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „როგორც ყველა კომპანია, ჩვენ ვაანალიზებთ ჩვენს ბიზნესს რეგულარულად. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ინვესტიციების ზრდა ცალკეული მიმართულებით დროდადრო. და ასევე მათი გადაადგილებაც. ეს გადაწყვეტილებები პანდემიის შედეგები არ არის“.

Microsoft, ისევე როგორც სხვა ტექნოლოგიური კომპანიები, მედიაორგანიზაციებს უხდის გარკვეულ თანხას იმისათვის, რომ მათი კონტენტი შემდეგ თავის ვებგვერდზე გამოიყენოს. ამისათვის მას ჟურნალისტებიც ჰყავს დაქირავებული, რომლებიც წყვეტენ თუ რომელი ახალი ამბავი უნდა გადმოიტანონ სხვა მედიაპორტალებიდან.

რობოტების ჩანაცვლებით კი დაახლოებით 50 ჟურნალისტი დაკარგავს სამსახურს ივნისის ბოლოსთვის.