მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: რეგიონებში რამდენიმე კლინიკა ცხელების ცენტრად გადაკეთდება

5f9288d50019a
ინგა მურუსიძე
23.10.20 12:14
668
ჯანდაცვის სამინისტრო დღეს დაამტკიცებს დამატებითი კლინიკების სიას, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ცხელების ცენტრებად გადაკეთდებიან.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად 450-მდე ახალი საწოლის მობილიზება მოხდება.

"საწოლფონდს რაც შეეხება, რეგიონულ ჭრილში საჭირო ხდება საწოლების მობილიზაცია; ასევე, დღეს ვამტკიცებთ იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც ჩაერთვებიან კოვიდ მკურნალობაში და ეს იქნება საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, ახალციხესა და ლანჩხუთში", - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ჯანდაცვის სექტორში არსებული ვითარებაც შეაფასა და თქვა, რომ დღეისათვის, ჰოსპიტალურ სექტორს საშუალება აქვს, ინფიცირებულებს მაღალი მზაობით დახვდეს.

„დღეის მონაცემებით, პირველადი ჯანდაცვის სექტორში სტაბილურობა გვაქვს. დავამატეთ ზარის მიმღები ობიექტები, ამიტომ გაუმჯობესდა პაციენტებზე მეთვალყურეობის მონიტორინგი. ისინი ნაწილდებიან უბნის ექიმების მიხედვით და მათი ჩართულობაც მეტად გააქტიურებულია. გუშინ ვმართეთ 3446  პაციენტის საქმე, მათგან პრობლემური იყო 300-ზე მეტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, აჭარასა და ქუთაისში განკურნებული მოქალაქეების გაწერების დადებითი დინამიკაა.