18.იანვარი .2023 13:25

Microsoft-ი ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

Microsoft-ი ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს
views 553
უკან

კომპანია Microsoft-ი მორიგი ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც მიმდინარე წელს თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გეგმავს.

Sky News-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიური კომპანია მომდენო თვეების განმავლობაში 11,000-მდე თანამშრომელს დაითხოვს, რაც მთლიანი სამუშაო ძალის 5%-ია.

ამჟამინდელი მონაცემებით, კომპანია 221,000 თანამშრომელს ასაქმებს, აქედან 122,000 ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის; დანარჩენი 99,000 კი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების განთავისუფლების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Amazon, Meta, Tesla და JPMorgan.

ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი საკმაოდ მარტივია - გაუარესებული კვარტალური შედეგებისა და გაზრდილი რეცესიული რისკების ფონზე, მსხვილ კომპანიებს ხარჯების შემცირება და აქციონერებისთვის საუკეთესო შედეგების ჩვენება სურთ, რისი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა სწორედ სამუშაო ძალის შემცირებაა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.