მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ი ჩინეთს ელ-ფოსტის სერვერზე განხორციელებულ კიბერშეტევაში ადანაშაულებს

603f2cc5926ea
თათია კაკიაშვილი
03.03.21 10:36
676

Microsoft-ი ჩინურ კიბერ-ჯაშუშურ ჯგუფს ელექტრონული ფოსტის სერვერზე შეტევაში ადანაშაულებს.

ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰაკერები ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელიც "მაღალკვალიფიციური და დახვეწილი მეთოდებით მოქმედებდნენ“. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა გამოავლინეს კომპანიის სისუსტეები და შეტევა, ძირითადად, ელ-ფოსტის ინბოქსში შემავალ შეტყობინებებზე სპამების გაშვებით განხორციელდა. შეტევის ძირითადი სამიზნე პოლიტიკის კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების ინბოქსები გახდა.

საგულისხმოა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ეს მერვე შემთხვევაა, როდესაც Microsoft-მა საჯაროდ გამოაქვეყნა იმ სახელმწიფო დაჯგუფებების სია, რომლებიც მსგავი ტიპის კიბერ შეტევებს ახორციელებენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები არსებული პროგრამული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.