მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ი საცალო მაღაზიებს ხურავს

5ef60a113882f
ნათია თაქთაქიშვილი
27.06.20 00:00
1338
Microsoft-ი აცხადებს, რომ კომპანია საცალო მაღაზიებს დახურავს, როგორც აშშ-ში ასევე მსოფლიოს მასშტაბით გარდა შემდეგი 4 ლოკაციისა: ნიუ-იორკი (Fifth Ave), ლონდონი (Oxford Circus), სიდნეი (Westfield Sydney) და Redmond-ის კამპუსი. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა The Verge ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, მაღაზიების დახურვის შემდეგ Microsoft-ი ციფრულ საცალო გაყიდვებზე გადასვლას გეგმავს. Microsoft-ი ამბობს, რომ კომპანიის მაღაზიების მომხმარებელთა რიცხვი წლიურად 1,2 მილიარდს აღწევს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საცალო მაღაზიების დახურვას არ მოყვება თანამშრომელთა მასიური გათავისუფლება, არამედ ამ ნაბიჯის შედეგად მოხდება მათი დივერსიფიცირება.

The Verge სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Microsoft-ი ციფრულ საცალო გაყიდვებზე გადასვლას მომავალი წლიდან ისედაც გეგმავდა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიამ კომპანიის გადაწყვეტილება დააჩქარა.