მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ი შემოსავლების 19%-იან ზრდაზე აცხადებს

6089698c14206
ნათია თაქთაქიშვილი
28.04.21 20:00
485
ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი შემოსავლების 19%-იან ზრდაზე აცხადებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 41.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც უმნიშვნელოდ მაღალია WallStreet-ის ანალიტიკოსების ნავარაუდებ 41 მილიარდ აშშ დოლარზე. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის მიხედვით, Microsoft-ის მოგებამ 14.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა მიუხედავად კარგი შემოსავლებისა, Microsoft-ის აქციებზე ფასმა 4%-ით დაიკლო, რის შედეგადაც კომპანიის კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

კომპანიის შემოსავლების ზრდა, Microsoft-ის მირ ხელოვნური ინტელექტის კომპანია Nuance Communications-ის $16 მილიარდად შეძენას უკავშირდება. Microsoft-ი Nuance-ის პლატფორმის გამოყენებით ექიმების ტექნიკურ დახმარებას შეძლებს და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას გლობალური მასტშაბით გააუმჯობესებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს Microsoft-მა ასევე თამაშების მწარმოებელი კომპანია Zenimax-ი $7.5 მილიარდად შეისყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, Microsoft-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს გეიმერების ფავორიტი პლატფორმის მფლობელ კომპანია Discord-თან, რომლის ღირებულება $10 მილიარდია.