მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ი ხელოვნური ინტელექტის კომპანიას $19.7 მილიარდად შეიძენს

6076fb7b10b9f
ნათია თაქთაქიშვილი
14.04.21 22:20
440
Microsoft-ი ხელოვნური ინტელექტის კომპანია Nuance Communications-ს $19.7 მილიარდად შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Microsoft-ი აღნიშნული რესურსის გამოყენებას ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით გეგმავს, რადგან კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად გაზარდა დისტანციურ ვიზიტებზე ექიმებთან მოთხოვნა.

ექსპერტების ვარაუდით, დისტანციურ მომსახურებაზე მოთხოვნები პანდემიის გასვლის შემდეგაც გაგრძელდება.

Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის სატია ნადელას განცხადებით, აშშ-ის საავადმყოფოების 80% მაინც Nuance-ის პროდუქტებს იყენებს, ხოლო აღნიშნული კომპანიის შესყიდვის შემდეგ Microsoft-ის პოტენციური ბაზარი ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვნად გაიზრდება.