მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ის ახალი Xbox-ი 2020 წლის ბოლოს გამოვა

5e219c51f08ea
ნათია თაქთაქიშვილი
17.01.20 23:10
1379
The Game Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე Microsoft-მა ახალი თაობის Xbox-ის დიზაინი წარადგინა. ამის შესახებ Verge-ი წერს.

მისი სახელი Xbox Series X-ია. Microsoft Xbox-ის ხელმძღვანელის, ფილ სპენსერის განმარტებით, ახალი მოწყობილობის ცენტრალური პროცესორი Xbox One X-ზე 4-ჯერ ძლიერი იქნება და მისი გამოყენება როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში იქნება შესაძლებელი.

ამასთან, Xbox Series X-ი ნაკლებ ხმაურს გამოსცემს. ახალი მოწყობილობა 2020 წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს.