მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ის მომხმარებლები სისტემაში შესვლას პაროლის გარეშე შეძლებენ

6164401e010ad
ნათია თაქთაქიშვილი
11.10.21 20:49
639
ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ის მომხმარებლები Outlook-ის და Microsoft OneDrive-ის სისტემაში შესვლას პაროლის გარეშე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სისტემაში შესვლა მალე შესაძლებელი თითის ანაბეჭდების ან სახის ამომცნობი აპლიკაციით გახდება შესაძლებელი.

ტექნოლოგიურმა კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ წელს განხორციელებული კიბერშეტევების ფონზე მიიღო, როდესაც მათი კორპორატიული კლიენტების უმეტესობა პანდემიის გამო სახლიდან მუშაობდა.

Microsoft-ის განცხადებით, ჰაკერები დღეში დაახლოებით 579 პაროლს ტეხენ ყოველ ერთ წუთში, რაც წელიწადში დაახლოებით 18 მილიარდ კიბერშეტევას უტოლდება.

„გახშირებული კიბერშეტევების მთავარი მიზეზი მარტივი პაროლებია, რომელსაც მომხმარებელი იყენებენ“, - აღნიშნულია ტექნოლოგიური კომპანიის განცხადებაში.

გამოცემა წერს, რომ Microsoft-ი არ არის ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც პაროლის შემცვლელ ანალოგიებზე მუშაობს, თითის ანაბეჭდის და სახის ამომცნობი აპლიკაციის დანერგვაზე ასევე აქტიურად მუშაობს Google-ი და Apple-ი.