მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-მა TikTok-ის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 45 დღეში უნდა დაასრულოს

5f27ff821f97c
ნათია თაქთაქიშვილი
03.08.20 20:48
846
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანახმაა, კორპორაცია Microsoft-მა მოლაპარაკებები აწარმოოს სოციალურ ქსელ Tik-Tok-ის შეძენასთან დაკავშირებით და ამისთვის კორპორაციას 45 დღიანი ვადა აქვს. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, დონალდ ტრამპსა და Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორს სატია ნადელას შორის გამართული დისკუსიის შემდეგ, Microsoft-ი გააგრძელებს მოლაპარაკებებს ByteDance-თან TikTok– ის შეძენსთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს შეთანხმების მიღწევას 15 სექტემბრამდე.

Reuters-ი ივლისში წერდა, რომ TikTok-ის შესყიდვით დაინტერესებულმა ინვესტორებმა სოციალური ქსელი 50 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებებს შესყიდვის შესახებ Microsoft-ი აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩინური აპლიკაციები საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მომხმარებელთა ინფორმაციას შესაძლოა ჩინეთის სპეც-სამსახურებს აწვდიან.

აღსანიშნავია, რომ Tik-Tok-ს ჩინური სტარტაპია, რომელსაც ByteDance-ი ფლობს.