მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-მა Windows 10-ის გამჭვირვალე დიზაინი წარადგინა

5ef9ad3bc66de
ნათია თაქთაქიშვილი
30.06.20 00:10
1213
Microsoft 365-მა Windows 10-ის ახალი დიზაინით წარადგინა, მას ნახევრად გამჭვირვალე დიზაინი ექნება. ოპერაციული სისტემის ელემენტების გამოსახულება ჯგუფმა Microsoft 365-მა კომპანიის Facebook-ზე გამოაქვეყნა.

Microsoft 365-ის განცხადებით, ახალი ინტერფეისი ღამისა და დღის თემებს ჰარმონიულად ერწყმის.

გარდა ამისა, Microsoft 365-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი დიზაინის თემა ინკლუზიურობის და თანაბარი უფლებების მხარდაჭერისთვის შეიქმნა. ასევე კომპანია აზუსტებს, რომ ახალი ფონით ის ლგბტ თემსა და მოძრაობას უჭერს მხარს.