მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანდომი": პროდუქცია 10%-ით გაძვირდა

616434b137e56
ლიკა გურაბანიძე
11.10.21 22:44
986

“სანდომში” პროდუქცია 10%-ით გაძვირდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ თითქმის 20%-ით გაზრდილი ღირებულებით უწევთ მწარმოებელი ქვეყნებიდან საჭირო ნედლეულის შეძენა, რამაც პროდუქციაზე ფასის ზრდა გამოიწვია. ცდილობენ ზრდა მომხმარებლებზე მტკივნეულად არ აისახოს და ფასი შედარებით ლოიალურად გაზარდონ. 

“იმპორტირებული ნედლეული გაგვიძვირდა. სანდომი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა და ვცდილობთ ეს ზრდა ჩვენი პროდუქციის ფასებზე მკვეთრად არ აისახოს. აქამდე შესაძლებლობა გვქონდა, რომ ფასები არსებული მარაგების ხარჯზე შეგვენარჩუნებინა, თუმცა დღეს ეს შეუძლებელია. მინიმალური ცვლილება მოხდა და ფასი 10%-ით გაიზარდა. 

ვვარაუდობთ, რომ ნედლეულზე ფასების ცვლილება კვლავ მოხდება და ჩვენი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ეს ჩვენს ფასებზე არ აისახოს”, - განაცხადა თეკლა თალაკვაძემ “სანდომის” მარკეტინგის მენეჯერმა.