მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიდის თუ რჩება ლევან სურგულაძე საქართველოში, საპენსიო სააგენტოს დირექტორობიდან წასვლის შემდეგ?

5dee0f73573cf
სალომე მეცხვარიშვილი
09.12.19 13:08
1064
საპენსიო სააგენტოს ჯერ კიდევ მოქმედი დირექტორი ლევან სურგულაძე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ ის საქართველოდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

“საქართველოდან წასვლას არ ვაპირებ, 31 წელი გახლდით წასული, ძლივს ჩამოვედი, ასე, რომ არსად არ წავალ…
თხოვნა გავუგზავნე სამეთვალყურეო საბჭოს, ახლა მათი გადასაწყვეტია. მათ უნდა განიხილონ ჩემი თხოვნა და თუ ისინი ჩათვლიან, რომ მე კიდევ ვარ აქ საჭირო და არის აუცილებლობა, რეფორმის უპრეცენდენტობიდან გამომდინარე, მიუხედავად ჩემი გეგმებისა, მე დავრჩები პოსტზე იმ ვადით, რა ვადითაც ამას საჭიროდ ჩათვლის სამეთვალყურეო საბჭო”,- განაცხადა ლევან სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს.