მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრანტების ნაკადი საქართველოში ინფლაციაზე ზეწოლას ახდენს - ADB

6336e2dd3093c
მარიამ ვარადაშვილი
30.09.22 17:53
878
აზიის განვითარების ბანკის [ADB] რეგიონული თანამშრომლობის და ოპერაციების კოორდინაციის დირექტორი ლიაზიზა საბიროვა აცხადებს, რომ საქართველოში მიგრანტების შემოდინება ინფლაციისთვის დამატებითი წნეხია.

სექტემბრის განახლებული პროგნოზით, ADB-მ 2022 წელს საქართველოში წლიური ინფლაციის პროგნოზი 7-დან 11%-მდე გაზარდა.

ADB-ის შეფასებით, საქართველოში ინფლაციის გაზრილი პროგნოზი მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და მოთხოვნაზე ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.

“საქართველოს არ ჰყავს დიდი მოსახლეობა; ეს პატარა ღია ეკონომიკაა და ქვეყნისთვის ნებისმიერი შოკი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ქვეყანაში ხალხის შესვლა და როგორც ვიცით, ასეთი ათასობითაა, ამ ადამიანებმა სადმე ხომ უნდა იცხოვრონ, სურსათი იყიდონ და ამიტომ არის წნეხი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ერთობლივ მოთხოვნას და დამატებით ამ ხალხის შემოსვლა შესაძლოა, ჩაითვალოს როგორც შოკი ერთობლივი მოთხოვნის თუ ამ პროცესს მაკროეკონომიკური ტერმინით აღვწერთ.

ამგვარად, ეს იქნება დიდი ზეწოლა საკვების შესყიდვის პროცესში, ასევე სერვისებზე. ხალხმა სადმე უნდა იცხოვროს, საცხოვრებელი იქირაოს. გავიგე, რომ სტუდენტები საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც გამოწვევის წინაშე არიან, რადგან ბინის ქირაზე თბილისში ფასი გაიზარდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინფლაცია ფასის ერთჯერადი, უეცარი მატება არ არის და ის ფასების ზრდის პროცესის გახანგრძლივებაა. ვიმეორებ, ძალიან დიდი გაურკვევლობაა და დარწმუნებით არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაცია კიდევ გაიზრდება”, - აცხადებს საბიროვა.