მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრანტების შეკავებისთვის ბრიტანეთი საფრანგეთს $577 მილიონს გადაუხდის - Reuters

640b6752eb7a2
ალა ისპირიანი
10.03.23 21:00
822
მიგრანტების შეკავებისთვის ბრიტანეთი საფრანგეთს $577 მილიონს გადაუხდის - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთში არალეგალური მიგრანტების დიდი ნაწილი საფრანგეთის გავლით ნავების საშუალებით გადასვლას ახერხებს, ამიტომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დღეს შეთანხმდნენ, რომ მიგრანტების შეკავების სანაცვლოდ სამი წლის განმავლობაში ბრიტანეთი საფრანგეთს $577 მილიონს გადაუხდის.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა სანაპიროებზე პატრულირების გამკაცრებას, დრონების დამატებასა და მიგრანტებისთვის დროებითი საპატიმროების დამატებას მოხმარდება.

ამასთან, მედია ინფორმაციას ავრცელებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში მიგრანტების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა. გასულ წელს ბრიტანეთში არალეგალურად 45 000 პირი ჩავიდა.