მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრანტებისთვის ახლა ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა იტალიაა - ევა ბოჭორიშვილი

625e9e8d662f9
სალომე ჭიპაშვილი
19.04.22 15:38
1139
მარტში ფულადი გზავნილების ზრდა დაფიქსირდა. როგორც „საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, წინა თვეებთან შედარებით ფულადი გზავნილები 2.6%-ით არის გაზრდილი. 

„ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. მთლიან გზავნილებში ამ ქვეყნების წილი, დაახლოებით, 50%-ია. ძირითადი წარმმართველი კი იტალია და გერმანიაა. მიუხედავად იმისა, რომ ევრო დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა და დოლარში გამოსახული გზავნილები საკმაოდ მაღალია, ევროში მაინც უფრო მეტი ირიცხება", - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ფულადი გზავნილები შემცირდა, Galt&Taggart-ის მონაცემებით სურათი ასეთია: რუსეთიდან 16,1%-იანი ვარდნაა, თურქეთიდან - 11,9%-იანი და 35,1%-იანი შემცირება შეინიშნება აზერბაიჯანიდანაც.

"უფრო მეტი ადამიანი სამუშაოდ ევროკავშირის ქვეყნებში მიდის. უკვე თურქეთი აღარ არის ისეთი მიმზიდველი, რაზეც გავლენა ლირის გაუფასურებამ, ინფლაციამ იქონია, ამიტომ მიგრანტებისთვის ბოლო პერიოდში იტალია გახდა ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

Galt&Taggart-ის მონაცემებით, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები ფულად გზავნილებში ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატებია.