მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მიგვაჩნია, რომ ევროპული ბაზარი ყველაზე საინტერესოა” - “კაის” გეგმები და ინვესტიციები

60a28c289e1d1
ლიკა გურაბანიძე
18.05.21 00:25
820
მცენარეებისგან წარმოებული გამაგრილებელი სასმელების “კაის” მწარმოებელი კომპანია “ბოტანისტის” დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, რომ ქართული ბოტანიკური სასმელი ექსპორტზეც გავა. ცნობისთვის, ახალი ბოტანიკური სასმელი "კაი" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა.  

“ამ დრომდე კომპანიის განვითარებაში 7 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. ქარხანაში, რომელიც შენდება, დაახლოებით 10 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ჩვენი ინვესტორები ქართველები არიან და შესაბამისად კაპიტალიც ქართულია. დღეს ურთიერთობა 1 200 სავაჭრო წერტილთან გვაქვს. მათ შორის საექსპორტო ბაზრებზე ამერიკის მიმართულებით გზა ხსნილია. საუბარია რუსეთთანაც. ბაზარი ძალიან მზარდია. რუსეთიდან დელეგაციას უახლოეს დღეებში ველოდებით და ექსპორტს მათ წასვლას დავამთხვევთ, ხოლო თვის ბოლოს კანადაშიც რეალური ხელშეკრულება და წინადადებები გვექნება. შემდეგ პროდუქციის გადატვირთვა მოხდება. ასევე მიგვაჩნია, რომ ევროპული ბაზარი ყველაზე საინტერესოა, რადგან მათი მომხმარებლები მსგავსი პროდუქციის მისაღებად ყველაზე მეტად არიან მზად.” - განმარტა ჯირკვალიძემ.

მისივე თქმით, სურთ ბაზარს საფერავის ყურძნის წვენზე დამზადებული პარტია დაუბრუნონ, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ასევე იგეგმება ცივი ჩაის გამოშვება, თერმული დამუშავების გარეშე.

“ცოტა ხნის წინ საფერავის ყურძნის წვენზე დამზადებული ლიმიტირებული პარტია შემოვიტანეთ, რადგან საფერავი თვითღირებულებას ზრდიდა, ის ბაზრიდან გავიტანეთ, თუმცა დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ ქსელებში საფერავი თაროებზე უნდა დავაბრუნოთ.

ამ ეტაპზე ხილის კონკრეტული ჯიშის გაშენებას თავად არ ვგეგმავთ, რადგან მას დიდი ინვესტიცია და მიწის ფართობი სჭირდება, რაც ბიზნესის წარმოების კუთხით საინტერესო არ არის.” - აღნიშნა გიორგი ჯირკვალიძემ.

ბოტანიკური სასმელი "კაი" TBC სტარტაპერის პარტნიორია.