მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიგვაჩნია, რომ სიკეთე გადამდებია“ - “ქართული ლუდის კომპანიის“ სოციალური პასუხისმგებლობა

61ceaac2e9328
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.22 10:00
952
სს "ქართული ლუდის კომპანიისთვის" სოციალური პასუხისმგებლობა პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც კომპანიის მენეჯმენტი დიდი ყურადღებას აქცევს. უკვე წლებია სს "ქართული ლუდის კომპანია", სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ სოციალურ სახლებსა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებს, ეკლესია-მონასტრებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საშობაოდ საჩუქრად პროდუქციას და ტკბილეულობას გადასცემს. ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს და მომავალშიც გაგრძელდება.

სს "ქართული ლუდის კომპანიამ" სხვადასხვა სოციალურ სახლებს და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებს, ეკლესია-მონასტრებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს უკვე დაურიგა 20 000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია.

“სს "ქართული ლუდის კომპანიის" დამფუძნებლის მხრიდან სოციალურ პასუხისმგებლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომაც კომპანია ყოველთვის ცდილობს მცირედით მაინც წაახალისოს და გაახაროს ის ადამიანები ვისაც ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას სხვადასხვა სოციალურ სახლებს თუ მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებს ვუწევთ და მიგვაჩნია, რომ სიკეთე გადამდებია", - აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე შალვა ჩოჩელი.