„ლიბერთი ბანკი“ საპენსიო გასაცემლებთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როცა ტენდერის პირობები ოფიციალურად გახდება ცნობილი. ამის შესახებ BM.GE-ს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განუცხადა.
„ჩვენ ველოდებით ტენდერის გამოცხადებას და შესაბამისად პირობებით, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დაიდოს. ამით შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება, საინტერესოა თუ არა. ადამიანების მომსახურება, ანუ საცალო ბიზნესი „ლიბერთისთვის“ საინტერესო მიმართულებაა და დრო აჩვენებს ეს იქნება კონტრაქტით, თუ კონტრაქტის გარეშე“, - განაცხადა ხოდელმა.
კითხვაზე, საზოგადოებისთვის ცნობილი სატენდერო პირობებიდან რა არ არის მისაღები ბანკისთვის, ვასილ ხოდელი ასე პასუხობს:
„გარკვეული პირობები, რაც გაცხადებულია ერთი ნაწილია, მეორეა, რაც ოფიციალურად უნდა დაიდოს, ამიტომ ვისურვებდი, რომ ეს პირობები ოფიციალურად დაიდოს. ვინაიდან ტენდერზეა საუბარი, ჩვენ ზოგადად ტენდერში მონაწილეობის ინტერესს ვაცხადებთ, თუმცა გააჩნია პირობებს. თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჯერ საჯაროდ ამაზე საუბარს არ ვაპირებთ, რადგან ეს ჩვეულებრივი ტენდერია და მასში მონაწილეობით „ლიბერთის“ გარდა სხვაც შეიძლება იყოს დაინტერესებული. ვიტოვებთ უფლებას დეტალურად ამ საკითხზე არ ვისაუბროთ“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.
როგორც ცნობილია, მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური საბჭოს გადაწყვეტილებით, ბანკი, რომელიც მომავალში პენსიებს და სოციალურ გასაცემლებს დაარიგებს, ამ დახმარებების ბენეფიციარებისთვის გაცემულ საპენსიო სესხებში განაკვეთს შეამცირებს. სესხის განაკვეთი რეფინანსირების პროცენტზე იქნება მიბმული და მასზე მაქსიმუმ 15%-ით მეტი შეიძლება იყოს.
ამასთანავე, მთავრობა კომერციულ ბანკს, რომელიც პენსიებს დაარიგებს, ამ სერვისში დამატებით 15 მილიონ ლარს გადაუხდის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება