მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიიღეთ რეგულაცია ჩვენს სექტორთან დაკავშირებით“ – ლევან ქოქიაშვილი მთავრობას მოუწოდებს

616be066a3197
თამთა ჯიჯავაძე
17.10.21 12:33
2022
"გასტრონომიის ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქოქიაშვილი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიიღონ რეგულაცია სექტორთან დაკავშირებით, რაც აუცრელი მომხმარებლების გამასპინძლებას ეხება.

მისივე თქმით, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ძალიან მალე ყველას მოუწევს მიხვედრა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რესტორნებმა - „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“, „კაფე ლეილა“, იმ ფონზე, როცა ასეთი სისწრაფით იზრდება კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში.

„საქართველოს მთავრობა, მოგიწოდებთ სწრაფად მიიღოთ რეგულაცია ჩვენს სექტორთან დაკავშირებით. საფრანგეთის, იტალიის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი სახეზეა. კვების დაწესებულებებში PCR-ტესტის ან კოვიდპასპორტის საფუძველზე შეშვება ყველანაირ დისკრიმინაციას გამორიცხავს და ზრდის მომხმარებლის ნდობას, უსაფრთხოების შეგრძნებას და სარესტორნე ბიზნესის სტაბილურობას”, - აცხადებს ქოქიაშვილი.

როგორც მან bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რამდენიმე დღეში რესტორატორების შეხვედრა იგეგმება, რა დროსაც შეჯერდებიან იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან ამ კუთხით.