მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროავტობუსების მძღოლები ხელფასს ახალი წესით აიღებენ

5f92a9833df9d
ინგა მურუსიძე
23.10.20 14:01
2142
მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურების წესი იცვლება. როგორც BM.GE-ის თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული და არა - გამომუშავებაზე დამოკიდებული. 

„მძღოლი დღეს არის გამომუშავებაზე, შესაბამისად, დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება მეტი მგზავრი აიყვანოს, რაც წარმოშობს ჭყლეტვას სამარშრუტო ტაქსებში; ერთმანეთს ასწრებენ და აკეთებენ ცუდ მანევრებს. ხელფასის გადახდის სისტემის ცვლილება კი, უზრუნველყოფს იმას, რომ მძღოლებს აღარ ექნებათ მოტივაცია, რაც შეიძლება მეტი მგზავრი დააყენონ ფეხზე“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

რაც შეეხება იმას, დაახლოებით, რამდენი იქნება მძღოლების ფიქსირებული ხელფასი, წილოსანი ამბობს, რომ ამას თავად კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განსაზღვრავს და მერია არ ჩაერევა.

„ჩვენ ვეუბნებით კომპანიას როგორ გადაუხადოს მძღოლებს ხელფასი, თუმცა ანაზღაურების ოდენობას თავად განსაზღვრავს“, - აღნიშნა წილოსანმა.

ახალი წესი ხვალიდან ამოქმედდება.