28.აპრილი .2020 11:30

მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო - კალაძე

views 563
უკან

მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქ ვიდეო-ჩართვისას განაცხადა.

დედაქალაქის მერი მიკროავტობუსების ტენდერის შეჩერებას კორონავირუსით შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს და ამბობს, რომ  მერია მიკროავტობუსებს მოგვიანებით შეისყიდის, თუმცა კალაძე ზუსტ დროს არ ასახელებს.

იმისთვის, რომ ქალაქში იყოს სუფთა ჰაერი, იყოს მოწესრიგებული მდგომარეობა ჩვენ ძალიან ბევრ მიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი განახლება, ჩანაცვლება ახალი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, ეს პროცესი დაწყებულია.

ასევე, მიკროავტობუსების მთლიანი განახლება და ჩანაცვლება მოხდება. აქაც უკვე ტენდერი იყო გამოცხადებული მიკროავტობუსების შესაძენად, თუმცა არსებული არსებული რეალობიდან გამომდინარე, პრიორიტეტების გადათამაშება მოხდა და დროებით გადაიდო მიკროავტობუსების შესყიდვა, თუმცა ეს რა თქმა უნდა, განხორციელდება, ჩვენ მიკროავტობუსებს შევისყიდით, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით იქნება, რადგან დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი თემებია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა