კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სებასტიან მოლინეუსმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ბანკის მიერ დამტკიცებულ ახალ პროგრამაზე ისაუბრა, რომლის შედეგადაც საქართველოსთვის €85 მილიონის დახმარება გახდება ხელმისაწვდომი. მსოფლიო ბანკის პროგრამების უმეტესობისგან განსხვავებით, სადაც ძირითადი ბენეფიციარი მთავრობაა, ახალი პროგრამის ძირითად სამიზნეს კერძო სექტორი წარმოადგენს, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით სესხის პროცენტის სუბსიდირებით, მიკროგრანტებითა და საკრედიტო საგარანტიო სისტემით ისარგებლებს.
როგორც სებასტიან მოლინეუსი აღნიშნავს, პროგრამის ძირითად მიზანს COVID-19-ით დაზარალებული კერძო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. ამასთან, პროექტის ფარგლებში დაახლოებით 14 მილიონი ევრო სებ-ისკენ და მთავრობისკენ მიიმართება, რომლებმაც ამ თანხით ქვეყანაში საგადახდო სისტემის მოდერნიზება უნდა ჩაატარონ.
“85 მილიონი ევროს მოცულობის ახალი პროექტი სწორედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერისთვის არის მიმართული. ამ პროექტს აქვს მოკლე და საშუალო პერიოდზე ორიენტირებული ფოკუსი. მოკლევადიანი იმ სახით, რომ ჩვენ გვსურს დავეხმაროთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალდნენ. ამ სახის ბიზნესებს ჩვენ რამდენიმე მექანიზმით დავეხმარებით, მათ შორის პირველია გრანტების პროგრამა მიკრო მეწარმეებისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესს სესხის პროცენტის სუბსიდირებით დავეხმარებით, ხოლო მესამე ნაწილი საკრედიტო საგარანტიო სისტემას უკავშირდება, რომლის დახვეწასა და გაძლიერებაშიც ჩვენც ვმონაწილეობთ. ამ პროგრამით უფრო საშუალო და მოზრდილი კომპანიები ისარგებელებენ. ასევე კიდევ ერთი საკითხი, რითიც ვამაყობთ არის ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება, რასაც ფირმებს გავუწევთ, რომ მათ არამხოლოდ კოვიდის მიმართ გამძლეობა, არამედ ციფრული განვითარებაც შეძლონ. ეს მოიცავს ელექტრონული კომერციის დანერგვას, რათა მომხმარებლებს უფრო უკეთესად მიაწოდონ საკუთარი პროდუქცია და სერვისები. ეს კი თავის მხრივ მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
რაც შეეხება უფრო საშუალო და გრძელვადიან მიზნებს - ჩვენ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ვმუშაობთ, რათა გაძლიერდეს სწრაფი გადახდის სისტემა, ასევე ვმონაწილეობთ ტრანზაქციების განხორციელების სისტემის დახვეწაშიც. ხოლო ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებთან ვმუშაობთ, რათა ციფრული აუთენტიფიკაციის სისტემა დავხვეწოთ,”- აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.
მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო ამ კრედიტით გათვალისწინებულ თანხებს 2022-2025 წლებში მიიღებს.
85 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამა ასე ნაწილდება:
აწარმოე საქართველოში - 68 მილიონი ევროს დაფინანსება, მათ შორის:
გრანტები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის - 25 მილიონი ევრო;
სესხის პროცენტის თანადაფინანსება - 12.8 მილიონი ევრო;
კრედიტის ნაწილობრივი გარანტირება - 25 მილიონი ევრო;
ბიზნესების დახმარება გაციფრულებაში - 5 მილიონი ევრი;
ციფრული გადახდების სისტემის მხარდასაჭერად გამოყოფილი 12 მილიონი ევრო ასე ნაწილდება:
ეროვნული ბანკი - საგადახდო ინფრასტრუქტურის განახლება - 6 მილიონი ევრო;
ეკონომიკის სამინისტრო, "აწარმოე საქართველოში" და იუსტიციის სამინისტროს მომხმარებელთა სარეგისტრაციო სისტემების გაუმჯობესებისთვის 4.3 მილიონი ევრო გამოეყოფათ;
დაცული ტრანზაქციების რეფორმაზე კი 1.7 მილიონი ევრო დაიხარჯება.
სებასტიან მოლინეუსი "ანალიტიკას" ეთერში:
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი