“2021 წელს საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 15%-იან ზრდას ვვარაუდობთ, “ - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა.
მან გასულ წელზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კომპანიის პორტფელის ზრდა მოხდა, თუმცა, რომ არა პანდემია, მისი უფრო მეტად ზრდა იყო მოსალოდნელი.
“2020 წელს ჩვენი საკრედიტო პორტფელი 6%-ით გაიზარდა, რაც სექტორის მაჩვენებელთან ახლოს არის, ეს არის ზომიერი ზრდა, რაც ნორმალურია. უფრო მეტად გავიზრდებოდით რომ არა პანდემია, მაგრამ პანდემიის გამო ჩვენ რამდენიმე თვე დავკარგეთ, რამაც როგორც ზრდაზე, ასევე შემოსავლებზე იმოქმედა. მეტი ზარალისთვის ვიყავით მზად. ტენდენციის მიხედვით, ბაზარი და მოთხოვნა იზრდება.
2019 წელს ჩვენი უმოქმედო სესხების მოცულობა 7%-მდე იყო, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი 9%-მდე ავიდა, ანუ გაიზარდა, თუმცა არა ისე დრამატულად, როგორც ველოდით. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ უმოქმედო სესხების ნაწილში 15-17%-ს მივუახლოვდებოდით” - განაცხადა ბაკურაძემ.
ცნობისთვის: საქართველოში მოქმედმა 40-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ეროვნულ ბანკს 2020 წლის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინა. სექტორის მთლიანი ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს მათი აქტივების ზომა 7.1%-ით გაიზარდა და ამჟამად 1.47 მილიარდ ლარს შეადგენს. ამასთან, სირთულეების მიუხედავად, მისო-ების ჯამური მოგება 2020 წელს 44.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წელს არსებულ 0.1 მილიონიან მოგებაზე მრავალჯერ მეტია, თუმცა 2019 წლის სუსტი მოგების მთავარი მიზეზი ონლაინგამსესხებლების მიერ მილიონობით ლარის გაფუჭებული კრედიტების ჩამოწერა იყო, 2020-ში კი, ეს მოთამაშეები ბაზრიდან საერთოდ გავიდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში მისო-ების რაოდენობა 8-ით შემცირდა, ბოლო 2 წელში კი ბაზრიდან სულ 27 მოთამაშე გავიდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი