მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი

5ed9f338a2482
შოთა ტყეშელაშვილი
05.06.20 11:21
1647
დღეს საქართველოს ბაზარზე 43 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 19 მისოს ლიკვიდაცია დაწყო. ბაზარზე ცვლილებები ძირითადად იმ რეგულაციებს უკავშირდებოდა, რომელთა დანერგვაც ქვეყანაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფარგლებში მოხდა. ამ რეგულაციების გამო, ონლაინ-სესხების პორტფელი მკვეთრად შემცირდა.

2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, აქტივების ზომის თვამსაზრისით უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო “კრისტალი” იყო, რომლის აქტივებიც 411 მილიონ ლარს, მთლიანი სასესხო პორტფელი კი 310 მილიონ ლარს აჭარბებს. ბაზრის მეორე უმსხვილესი მოთამაშე “რიკო ექსპრესია”, რომლის აქტივებიც 366 მილიონი ლარს, სასესხო პორტფელი კი 271 მილიონი ლარს შეადგენს. ჯამურად, სფეროს აქტივები პირველი კვარტლისთვის 1.45 მილიარდ ლარს შეადგენდა. 

2019 წელს მიკროსაფინანსო სექტორის ჯამური მოგება 278-ჯერ შემცირდა და მან მხოლოდ 112 ათასი ლარი შეადგინა. ზარალის ძირითადი მიზეზი ცალკეულ მიკროსაფინანსოებში არსებული მრავალმილიონიანი დანაკარგები გახდა. სექტორის წმინდა მოგება პიკურ მაჩვენებელზე 2016 წელს გავიდა და ის 151.8 მილიონ ლარს შეადგენდა. 2017 წლიდან კი მომგებიანობის ჯამური მაჩვენებელი დაღმავალია. 2020 წლის პირველ კვარტალში სექტორის ჯამური მოგება 18.5 მილიონ ლარს შეადგენდა.