მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო სექტორი ზარალზეა - მისო-ების რეიტინგი COVID-19-ის პირობებში

5f5651fe07628
შოთა ტყეშელაშვილი
07.09.20 19:35
4143
2020 წელი საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება. წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების ჯამური ზარალი 486 მილიონი ლარი იყო. ბანკების მსგავსად ჯამური ფინანსური შედეგები უარყოფითია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშიც, სადაც კონსოლიდირებული ზარალი 29 მილიონი ლარია. გრძელდება მისო-ების რაოდენობის შემცირების პროცესიც. 30 აგვისტოს ბაზრის დატოვების შესახებ "ბანი კრედიტმა" გააკეთა განცხადება, სადაც სებ-მა სპეციალური ლიკვიდატორი დანიშნა. შედეგად ბაზარზე მისო-ების რაოდენობა 40-მდე შემცირდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზრიდან 20-მდე კომპანია გავიდა, მათ შორისაა "ვივუსიც", რომელიც ონლაინ-სესხების პროვაიდერი იყო. 

2020 წლის ივნისის მდგომარეობით, მისო-ების ჯამური აქტივების ღირებულება 1.3 მილიარდი ლარი იყო. მიკროსაფინანსო ბაზარი წმინდა მოგების პიკურ მაჩვენებელზე 2016 წელს გავიდა და ის 151.8 მილიონ ლარს შეადგენდა, 2017 წლიდან კი, მოგებიანობის ჯამური მაჩვენებელი ყოველწლიურად დაღმავალია. მისო-ების საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე მეტი თანხა - 446 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე მოდის. მეორე ადგილზე 262 მილიონით სამომხმარებლო სესხებია, 200 მილიონით კი, მესამე ადგილზე ვაჭრობის ფინანსირებისთვის გამოყოფილი სესხებია, რომელთაც უმეტესად მცირე მეწარმეები იღებენ. 

რაც შეეხება უშუალოდ კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებს, მისო-ების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ყველაზე დიდი - 11-მილიონიანი ზარალი "კრისტალმა" მიიღო, ხოლო წმინდა მოგების მაჩვენებელი კი ყველაზე დიდი "რიკოში" იყო და ის 4 მილიონ ლარს შეადგენდა.