“მიკროსაფინანსოების რაოდენობა განახევრდება”-ამის შესახებ BM.GE-ის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სის" დირექტორმა გია პეტრიაშვილმა განუცხადა. როგორც ის ამბობს, პროცესი პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა. პეტრიაშვილის შეფასებით, პანდემიას თავისი ეფექტი ჰქონდა კომპანიების საქმიანობაზე, გაიზარდა ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა, თუმცა, ბაზარზე მოქმედი რეგულაციების შემსუბუქება არსებული მდგომარეობის მიუხედავად არ უნდა მოხდეს.
“თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ბაზარზე სულ 16 ბანკი ფუნქციონირებს უნდა ვიგულისხმოთ, რომ 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ძალიან დიდი რიცხვია. მე ამ რიცხვის განახევრებას ველოდები. პანდემიამ უდიდესი სირთულეები გამოიწვია ქვეყანაში და არც საფინანსო სექტორია გამონაკლისი. ამგვარი რისკების გათვალისწინებით მიკროსაფინანსოები შედარებით უფრო მდგრადები აღმოჩნდნენ სხვა ინდუსტრიებთან შედარებით, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დივერსიფიცირებული პორტფელი გვაქვს. ძალიან წვრილ სესხებს გავცემთ, ამიტომ თუ გადავხედავთ ფინანსურ შედეგებს, მიკროსაფინანსო სექტორმა შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე საბანკო სექტორმა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით უარესი შედეგებია ვიდრე წინა წლებში გვქონდა”-აცხადებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სის" დირექტორი.
ცნობისთვის, 2019 წელს საფინანსო ბაზარზე გამოწვეული ცვლილებების შედეგად კომპანიების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ამავე წელს თუ ბაზარს მომსახურებას 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სთავაზობდა, ამ დროისთვის ბაზარზე ფუნქციონირებას 40 კომპანია აგრძელებს. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელს, ის 2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით 1.13 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო სექტორს ჯამურად 648 ათასი მსესხებელი ჰყავს.
შედარებისთვის, საკრედიტო პორტფელის ეს ზომა 2019 წლის მესამე კვარტალთან მიმართებით 2.7%-ით გაზრდილი, ხოლო ინდივიდუალური სესხების რაოდენობა კი 11%-ით არის შემცირებული, რაც ბაზრიდან ონლაინგამსესხებლების გასვლას უკავშირდება. ანუ მთლიანი საკრედიტო პორტფელი გაზრდილია, მაგრამ სესხების ინდივიდუალური რაოდენობა შემცირებული.
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?