მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსოების ასოციაციის ხელმძღვანელი: რეგულაციებმა ბაზარი გააუმჯობესა

5d836a3b063dd
ლიკა გურაბანიძე
20.09.19 10:15
2805
"ბაზარი გაუმჯობესდა, ასევე შეინიშნება ბევრად უფრო საღი და ნაკლებად რისკიანი სესხების წილის ზრდა პორტფელში", – ამის შესახებ BM.GE-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ საფინანსო სექტორში ამოქმედებული რეგულაციების 9 თვის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ბესო შენგელია აღნიშნავს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირების პროცესი, ახალი რეგულაციების გამო, ბუნებრივი იყო, რადგან მათ ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვერ მოერგებოდა.

"სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაიხურა. ეს თავიდანვე ცხადი იყო, რადგან რეგულაციებს ბევრი ორგანიზაციის ბიზნეს მოდელი ვერ მოერგებოდა და ბევრ ორგანიზაციას არ შესწევდა უნარი, ასე მოკლე ვადებში მოეხდინა ტრანსფორმაცია.

დასაკრედიტებელი არეალი შემცირდა და შესაბამისად, კონკურენცია იმ ორგანიზაციებს შორის გაიზრდა, რომლებიც ისედაც ლიდერები იყვნენ და მათი ბიზნესმოდელები უფრო მდგრადი აღმოჩნდა ახალ რეგულაციებთან შესაგუებლად. აქედან გამომდინარე, კონკურენცია გამწვავდა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციაა. ეს ბაზრისთვის მოსახლეობისთვის კარგია, თუმცა საკმაოდ ცუდად აისახა ორგანიზაციების მომგებიანობაზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა შემცირდა და ეს თავისთავად ცხადი იყო. ახალ რეგულაციებს ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვერ მოერგებოდა", - განაცხადა შენგელიამ.