მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროუბანი საგურამოში - "ავენიუ" ახალ პროექტზე მუშაობს

5dff729e124a0
ნუცა ბაზლიძე
22.12.19 17:39
1163
კომპანია „ავენიუ“ ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც საგურამოში, თბილისიდან 20 წუთის სავალზე, მიკროუბნის მოწყობას გულისხმობს.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქგარეთ გავედით. საგურამოში ეკოლოგიური მდგომარეობა თბილისისგან განსხვავებულია. აქ არის სუფთა ჰაერი, ბრწყინვალე ხედები. გვსურდა გაგვეკეთებინა პატარა მიკროუბანი, სადაც ადამიანები ინფრასტრუქტურას მუდმივ საცხოვრებლად მოიხმარდნენ. პროექტი ითვალისწინებს 19-სახლიან უბანს, ერთი ეზოს პრინციპით. დაცულ ერთიან სივრცეში წარმოდგენილია სახლები, საკუთარ 500 კვადრატულ გამწვანებულ მიწის ნაკვეთზე. 19 სახლიდან 3 უკვე დასრულებულია და ამ შემთხვევაში, შიდა სამუშაოებზე და ფასადის საკითხზე გადავდივართ, 16-ის ფუნდამენტია ჩასხმული. 1 წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ პროექტი დავასრულოთ, სადაც სახლები რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობაში იქნება “, - აღნიშნავს „Avenew”-ის დამფუძნებელი გიორგი კალაძე.

მისივე თქმით, უბანში არქიტექტურულად განსხვავებული, მოცულობით კი მეტნაკლებად ერთნაირი სახლები იქნება წარმოდგენილი.

„წარმოდგენილია 3 ტიპის სახლი, საცხოვრებელი ფართი არის იდენტური, თუმცა საერთო ფართით, აივნების, ტერასების, ვერანდების გათვალისწინებით, ისინი განსხვავდებიან“, - აღნიშნავს გიორგი კალაძე.

მისივე განმარტებით, საგურამოს ინფრასტრუქტურული მოწყობა საკმაოდ განვითარდა, რაც დამატებით კომფორტს ქმნის. ასევე უშუალოდ უბნის ფარგლებში მოეწყობა დამატებითი ინფრასტრუქტურა.

„უშუალოდ ჩვენს კომპლექსში მოეწყობა ველობილიკი, ასევე იქნება მინისტადიონი, პატარა სკვერი, სავარჯიშო ტრენაჟორები“, - აღნიშნავს გიორგი კალაძე.

ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას, გიორგი კალაძემ საახალწლო აქცია დააანონსა, რომელიც პირველ 4-5 ბინას შეეხება. მისი განმარტებით, თითო სახლის ღირებულება 170 ათას დოლარს შეადგენს, საახალწლოდ კი იქნება 20 ათას დოლარიანი ფასდაკლება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სხვა მომხმარებელს მოიყვანს, რომელიც ასევე შეიძენს ბინას, ორივე მათგანზე დამატებით 5 ათას დოლარიანი ფასდაკლება იმოქმედებს.

„რაც შეეხება განვადების პირობას, ბანკთან თანამშრომლობაც დავიწყეთ, თუმცა ჩვენ ჩვენი რესურსით შეგვიძლია პროექტის დასრულებამდე 30%-იანი წინასწარი შემოტანის გადახდის შემთხვევაში, დანარჩენი თანხა მომხმარებელს 1 წლის განმავლობაში თანაბრად გადავუნაწილოთ, ბუნებრივია უპროცენტოდ და სარგებლის გარეშე“ - დასძენს გიორგი კალაძე.