10.თებერვალი.2019 20:00
ეკონომიკა

„Milaha საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას რეკლამირებას გაუწევს“

„Milaha საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას რეკლამირებას გაუწევს“
„მილაჰამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისი საქმიანობა გაფართოვოს და მათ შორის, შავ ზღვაშიც შემოვიდეს. თავიდან ეს იქნება ორი -დაახლოებით 2000 საკონტეინერო მოცულობის გემი: 1700 ჩვეულებრივი და 300 მაცივარი კონტეინერი“ - ამის შესახებ კატარში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში - „ანალიტიკა“ - განაცხადა.

ელჩის თქმით, მილაჰას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმითაც ენიჭება, რომ დაახლოებით 50 წელია სპარსეთის ყურეში და აზიისა და ოკეანიის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გადამზიდველებს ემსახურება.„ფაქტიურად Milaha იქნება კომპანია, რომელიც თავის მომხმარებლებისთვის საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის რეკლამირებას გასწევს“ - უთხრა ნიკოლოზ რევაზიშვილმა „ანალიტიკა“-ს.

2018 წლის 10 თვის განმავლობაში ფოთის პორტმა 5 მილიონ 100 ათასი ტონა ტვირთი გაატარა, რაც 2017 წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. ტვირთის წონის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა. 2018 წლის 10 თვეში პორტმა 296 ათასზე მეტი TEU ერთეული კონტეინერი გაატარა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით მეტია.APM -ის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, პორტმა გასულ წელს 139 მილიონი ლარი გამოიმუშავა, რაც 2016 წელთან შედარებით თითქმის 19%-ით არის გაზრდილი.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი კლაუს ჰოლმ ლაურსენი ამბობს, რომ მოუთმენლად ელის ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხაზ "მილაჰას" შემოსვლას, როგორც მომსახურების ჯაჭვის ახალ, მნიშვნელოვან კომპონენტს ტვირთმფლობელთათვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, სრულიად კავკასიის მასშტაბით. თავის მხრივ, Milaha-ს პრეზიდენტი ადულრაჰმან ესსა ალ-მანნი ამბობს, რომ საქმიანობის შავ ზღვაში დაწყებით კომპანია მნიშვნელოვან რეგიონალურ ბაზარს მოემსახურება.

კატარში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი დარწმუნებულია, რომ Milaha-ს შემდეგ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით სხვა მსხვილი კომპანიებიც აქტიურად დაინტერესდებიან.

ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

21.აპრილი.2019 00:20
52

SOCAR Energy Georgia - რეიტინგის ლიდერი Forbes Georgia-ს მიხედვით

ვრცლად
20.აპრილი.2019 21:02
112

რა შემთხვევაში უნდა აშენდეს ჰესები დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე? - კახა კუჭავას პოზიცია

ვრცლად
20.აპრილი.2019 20:01
154

ენერგოპროექტებიდან ქონების გადასახადი შესაძლოა იქ დარჩეს, სადაც ობიექტი მდებარეობს

ვრცლად
20.აპრილი.2019 19:00
96

საქსტატი ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე სუბიექტების საქმიანობის შესახებ კვლევას ჩაატარებს

ვრცლად
20.აპრილი.2019 18:00
163

ღვინის სადეგუსტაციო ტრანსპორტი - რა სერვისს სთავაზობს WinGo tours-ი ტურისტებს

ვრცლად
20.აპრილი.2019 17:25
6362

“გლეხების მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია უნდა შეიზღუდოს“ - რა არგუმენტი აქვს ბიზნესს?

ვრცლად