16.აგვისტო .2019 19:20

მილანში ელექტრო სკუტერები დროებით იკრძალება

views 183
უკან

ჩრდილოეთ იტალიის მეტროპოლში ელექტრო სკუტერები იკრძალება. მილანის ადგილობრივმა მთავრობამ შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა და გამქირავებელ კომპანიებს 3-დღიანი ვადა მისცა, რათა ქალაქის მასშტაბით ელექტრო სკუტერები მოხმარებიდან ამოიღონ.

მილანური ყოველდღიური გაზეთის „Corriere della Sera“-ს ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილება დროებითია და სკუტერები მილანში ისევ გამოჩნდება. გადაწყვეტილების მიზეზი კი მოწყობილობებისთვის არასათანადო ინფრასტრუქტურა სახელდება. მილანის მთავრობა ქალაქში შესაბამისი ნიშნებისა და ბილიკების მოწყობას გეგმავს, რათა ინციდენტები თავიდან იქნას აცილებული, ცოტა ხნის წინ ელექტრო სკუტერით მოძრავი მამაკაცი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა და მძიმე დაზიანებები მიაყენა.

ელექტრო სკუტერები მილანში 2018 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. 2019 წლის ივლისში კი ბაზარზე უკვე ტექნიკის სამი პროვაიდერი ოპერირებდა.
სავარაუდოდ, მილანის ქუჩებში ელექტრო სკუტერები შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, 2 თვეში ისევ გამოჩნდება.