ამერიკული Forbes-ი UBS-ის და PwC-ის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ პანდემიის მიუხედავად, მილიარდერების ქონებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ბოლო ათწლეულის განმავლობაში და 10.2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, აპრილიდან ივლისის ჩათვლით, მილიარდერთა ჯამური ქონება 27%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მათი ჯამური ქონება აპრილის ბოლოს 8 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
გამოცემის მიხედვით, მილიარდერთა ქონების ზრდაში დიდი მონაწილეობა მიიღო მთავრობის მასტიმულირებელმა პროგრამებმა, რომლებიც ეკონომიკის აღდგენას ისახავს მიზნად.
„მარტის ბოლოს, მთავრობების მიერ გამოყოფილმა დიდმა ფინანსურმა რესურსმა ფინანსური ბაზრების აღდგენა განაპირობა“, – აღნიშნულია UBS-ის და PwC-ის ახალ ანგარიშში.
Goldman Sachs-ის კვლევების მიხედვით კი, აქციების დაახლოებით ნახევარს სწორედ მდიდრები ფლობენ და როდესაც აქციებზე ფასები მატულობს, მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შედეგების შემამსუბუქებელი პაკეტის ფარგლებში დაახლოებით 133-მა დიდმა კომპანიამ $5 მილიარდამდე ფინანსური რესურსი მიიღო აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტისგან.
ხოლო, ივნისის თვის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით 16 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ფინანსური რესურსი გადაეცა სწორედ მილიარდერების მფლობელობაში არსებულ კომპანიებს.
UBS-ის და PwC-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მილიარდერებმა მხოლოდ $7.2 მილიარდი დახარჯეს COVID-19-ისთვის განკუთვნილი დონაციისათვის, რაც მათი მიღებული სიმდიდრის მხოლოდ 0.3%-ია.
Forbes-ი წერს, რომ მსგავსი სტატისტიკის ფონზე მილიარდერებმა უნდა გაიმეტონ და მეტი დახარჯონ დონაციაზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ