მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერმა ბრენსონმა კოსმოსში გამგზავრების მსურველთათვის სპეციალური ტანსაცმელი შექმნა

5da8371466d10
მიხეილ ხაჩიძე
18.10.19 00:10
1418

Virgin Galactic-ის დამაარსებელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა, კოსმოსში მოგზაურების მსურველთათვის სპეციალური ტანსაცმელი წარადგინა, რომელსაც ამერიკული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი Under Armor- შეკერავს. "ეს პირველი კოლექციაა, რომელიც სპეციალურად შექმნილია "კერძო ასტრონავტებისთვის"’’,- აღნიშნულია Virgin Galactic-ის განცხადებაში.


"კოსმოსური ტანსაცმლის სისტემა შედგება ძირითადი კომპლექტისგან, კოსმოსური კოსტიუმებისგან, ფეხსაცმლისგან, სავარჯიშო კოსტიუმისა და ასტრონავტების ქურთუკისგან", - განმარტეს Virgin Galactic– ში.

 

კომპანია ასევე მიუთითებს, რომ კოლექციის შემუშავებაში ექიმები, ასტრონავტების ინსტრუქტორები, მფრინავები და ინჟინრებიც მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა ტანსაცმელი ინდივიდუალურად შეიკერება და მასზე იმ ქვეყნის დროშა იქნება გამოსახული, რომლიდანაც ტურისტია.

 


Virgin Galactic-ი 2004 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი პიონერია კოსმოსური ტურიზმის სფეროში. კომპანიამ უკვე გაყიდა ორბიტალური ფრენის ბილეთები 603 მომხმარებელზე, ერთი ბილეთის ფასი 250 000 დოლარია. Virgin Galactic-ი კოსმოსში პირველ ტურისტულ ფრენას 2020 წელს გეგმავს. ტურისტები იქ 10 წუთს გაატარებენ, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდებიან. Virgin Galactic-ი ამ დროისთვის პროექტის ბოლო ეტაპზეა, უკვე ჩატარდა ორი საცდელი ფრენა, რომლებიც წარმატებით წარიმართა.


აღსანიშნავია, რომ Virgin Galactic-ის მთავარი კონკურენტები არიან: Blue Origin, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის და SpaceX-ის დამფუძნებელი მილიარდერი ილონ მასკი.