მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერმა ლებრონ ჯეიმსმა ჩაგდებული ქულების რაოდენობით რეკორდი მოხსნა

63e35bafcce47
ირაკლი მოდებაძე
09.02.23 10:00
1152

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ჩაგდებული ქულების რაოდენობით ლეგენდარულ კარიმ აბდულ ჯაბარს გადაუსწრო და ახლა მის ანგარიშზე 38 390 ქულაა. ეს მაჩვენებელი ჯეიმსმა "ოკლაჰომა სითი თანდერის’’ წინააღმდეგ დააფიქსირა, რომელსაც თავად ჯაბარიც ესწრებოდა და ლებრონს სამახსოვროდ ჩაგდებული ბურთიც გადასცა. მატჩი ანგარიშით 130-133 ოკლაჰომელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ამან ლეგენდარული კალათბურთელის ზეიმს ხელი ვერ შეუშალა.

ცნობისთვის, NBA-ის ოთხ გზის ჩემპიონი და ხუთ გზის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმსი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2003 წლიდან თამაშობს, ჩაგდებული ქულების რეკორდი კი 1989 წლიდან ხელშეუხებელი იყო. ლებრონს ამ რეკორდის მოსახსნელად 20 წელი დასჭირდა, რა დროშიც 1410 მატჩი ჩაატარა, ეს კი ჯაბარის მაჩვენებელზე 150-ით ნაკლებია.

შეგახსენებთ, რომ Forbes-ის დათვლებით, ლებრონ ჯეიმსმა საერთო ჯამში კალათბურთის თამაშით 385 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო პარკეტს მიღმა, სარეკლამო ჰონორარებითა და ბიზნესებიდან აღებული დივიდენდებით – დამატებით 900 მილიონი, რითაც ის NBA-ის პირველი მოქმედი მილიარდერი კალათბურთელია.  

საინტერესოა, რომ ხელფასისა და სარეკლამო შემოსავლების გარდა, ლებრონ ჯეიმსი ინვესტორიც არის – მას ეკუთვნის სწრაფი კვების ქსელური ბრენდის Blaze Pizza-ს, სპორტული ტექნიკის მწარმოებელი Tonal-ის, ტაქსების სერვისი Lyft-ისა და საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ წილები.