01.მაისი .2020 00:00

მილიარდერმა, რომელიც ფილმ "ინფიცირების" უკან დგას, კორონავირუსთან ბრძოლისთვის $100 მლნ გამოყო

views 588
უკან

გასულ კვირას Skoll Foundation-მა განაცხადა, რომ კანადელმა მილიარდერმა ჯეფ სკოლმა, რომელიც eBay-ის პირველი პრეზიდენტი იყო, $100 მილიონი გადარიცხა თავის ფონდში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.


"ჯეფი გვაძლევს საწვავს, ხედვას და ინსპირაციას რომ ჩავერთოთ მარათონში“, – განაცხადა ფონდ Skoll Foundation-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა დონ ჯიფსმა. როგორც ფონდში ამბობენ, დონაციას გამოიყენებენ ორი მიმართულებით: კორონავირუსის გამოვლენის "ხელსაწყოების“ – ტესტებისა და კონტაქტების დადგენის მიმართულებით, რათა ვირუსის გავრცელება შეანელონ და სასუნთქი აპარატებისა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობისთვის დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისთვის.


ჯეფ სკოლის ქონება Forbes-ის მიხედვით $5.1 მილიარდს შეადგენს. ის პანდემიების გამო უკვე დიდი ხანია შეშფოთებულია. აღსანიშნავია, რომ მისი დაარსებულია და ფლობს ფილმების გადამღებ კომპანია Participant Media-ს, რომლის გადაღებულიც არის 2011 წლის ფილმი "ინფიცირება“ (Contagion). სწორედ ეს ფილმი გახდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული, ვინაიდან მასში აღწერილი მოვლენები ძალიან ჰგავს კორონავირუსის პანდემიას.


შეგახსენებთ, ჯეფ სკოლმა 2008 წელსაც გამოყო $100 მლნ Skoll Global Threats Fund-სთვის, რომელიც ისეთი პრობლემების წინააღმდეგ იბრძვის, როგორიც არის ბირთვული საშიშროება და პანდემიები. თუმცა, ფონდს ეს თანხა 2017 წლის ბოლოსთვის ამოეწურა.


Skoll Foundation-ს და Skoll Fund-ს ერთად $1,2 მლრდ–ის ოდენობის აქტივები აქვთ. Skoll Foundation-ი იანვრიდან ხარჯავს თანხებს კორონავირუსის წინააღმდეგ, კერძოდ, ფონდი დაეხმარა არასამთავრობო ორგანიზაციებს ჯანდაცვის სექტორში, მაგალითად აფრიკის ეპიდემიოლოგიურ საველე ქსელს (African Field Epidemiology Network), ასევე ბიოტექნოლოგიურ კომპანია Mirimus-ს, რომელიც ანტისხეულების ტესტებზე მუშაობს ნიუ-იორკში.


"მე ძალიან იღბლიანი პოზიცია მაქვს, მჯერა რომ დახმარებას შევძლებ გამომდინარე ჩემი არაერთი ორგანიზაციის სამუშაო მიმართულებიდან – პანდემიის, არაკომერციული, მედიის და ინვესტიციების მიმართულებას“, – აღნიშნა სკოლმა ერთ-ერთ ბოლო პოდკასტში.


მილიარდერის ფონდი Skoll Foundation-ი ასევე ხშირად აფინანსებს სოციალურ მეწარმეებს – ადამიანებს, რომლებიც არსებული პრობლემების ინოვაციური გზით მოგვარებას ცდილობენ.