17.ოქტომბერი .2019 00:10

მილიარდერს ხუმრობა ძვირად დაუჯდა - სექსისტური განცხადების გამო ფიშერმა $600 მლნ დაკარგა

views 1216
უკან

ამერიკელი მილიარდერის კენეტ ფიშერის კომპანია Fisher Investments-მა დამფუძნებლის სკანდალური განცხადებების გამო, 600 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, 68 წლის ფინანსისტმა და ბიზნესმენმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ამ სფეროში კლიენტებთან მუშაობა ქალის "შებმას" შეადარა.

ღონისძიების სტუმრებმა ფიშერის ეს შეფასება უარყოფითად აღიქვეს და  მას სექსისტი უწოდეს. სკანდალის გამო ინვესტორს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.



კრიტიკის გამო, მიჩიგანის შტატმა Fisher Investments-დან 600 მილიონი დოლარის საპენსიო ინვესტიცია უკან გაიტანა, რომელიც ფონდის მენეჯმენტში იყო ჩადებული. იგივე ნაბიჯის გადადგმას აპირებს ფილადელფიის საპენსიო ფონდიც (Philadelphia Pension Fund). ისინი მენეჯმენტიდან 54 მილიონი დოლარს მომდევნო დღეებში გაიტანენ.



აღსანიშნავია, რომ Fidelity Investments-მა და Florida State Pension Fund-მა Fisher Investments-თან სამომავლო თანამშრომლობაზეც უარი განაცხადეს.