მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი

6458d77dbee05
მარიამ ვარადაშვილი
08.05.23 15:10
22446
რუსეთს მილიარდობით რუპია აქვს დაგროვილი ინდურ ბანკებში და ამ თანხას ვერ იყენებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა და ინდოეთთან გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე მიუთითა.

“ეს პრობლემაა, საჭიროა, რომ ეს ფული გამოვიყენოთ, თუმცა ამისთვის რუპიების სხვა ვალუტაში კონვერტაციაა საჭირო და ამაზე ვმსჯელობთ”, - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე ინდოეთში იმყოფებოდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ინდოეთის ექსპორტი რუსეთში 11.6%-ით 2.8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, იმ დროს, როცა რუსეთის ექსპორტი ინდოეთში თითქმის ხუთჯერ გაიზარდა და 41.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. იმპორტის ასე ზრდა რუსულ ნავთობს უკავშირდება, რომელიც ევროპულ ბაზარზე დასანქცირდა, ამ პირობებში კი რუსული ნავთობი ინდოეთში იყიდება. აპრილში ინდოეთში ურალის იმპორტმა რეკორდულ ნიშნულს, დღეში 1.68 მლნ ბარელს მიაღწია. როგორც გამოცემა წერს, კრემლმა თავდაპირველად წაახალისა რუპიებში გადახდა რუსული ბანკების სანქციების ფონზე. საუბარია SWIFT-ის სისტემაზე, საიდანაც რუსული ბანკები უკრაინის ომის გამო ჩახსნეს. 

თავის მხირვ ინდოეთი აშშ-სგან ზეწოლას განიცდის რუსეთთან გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობის გამო. იმისთვის, რომ იაფი ნავთობის ნაკადი ქვეყანაში შეენარჩუნებინათ, ინდურმა ბანკებმა წამყვან რუსულ ბანკებში, მათ შორის VTB-სა და Sberbank-ში რუპიების საკორესპონდენციო სავაჭრო ანგარიშები გახსნეს. აპრილის ბოლოს რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ სავალუტო შეზღუვები იწვევს იმას, რომ რუსი ექსპორტიორები აწყდებიან სირთულეს რუპიებში ანგარიშსწორების შემთხვევაში.