მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიონერები ჰონგ-კონგს ტოვებენ - რატომ და სად გადადიან მდიდარი აზიელები?

5d9aecd6c95de
მიხეილ ხაჩიძე
07.10.19 19:20
1053
პოლიტიკური არეულობის გამო, ჰონგ-კონგს მილიონერები ტოვებენ. Sunday Times -ის ინფორმაციით, აზიურ ქალაქში მიმდინარე ქაოსური აქციების გამო, ზოგიერთმა მილიონერმა საცხოვრებლის ძებნა ირლანდიაში დაიწყო.

გამოცემის ცნობით, ბოლო რვა კვირაში ირლანდიაში ცხოვრების სურვილი 100-მდე ჰონგ-კონგელმა მილიონერმა გამოთქვა. ისინი Bartra-ს პროგრამაში დარეგისტრირდნენ, რომელიც ირლანდიაში მდიდარ აზიელებს ინვესტიციების განხორციელებში ეხმარება.


აღსანიშნავია, რომ როგორც Sunday Times იტყობინება, იმისათვის, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ირლანდიაში ცხოვრების უფლება დააკმაყოფილონ, ქვეყანაში მინიმუმ $1,1 მილიონის ინვესტიციის ჩადებაა საჭირო.



ცნობისთვის: მასშტაბური საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო; ადგილობრივები თავდაპირველად, მეტროპოლიდან ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს აპროტესტდებნენ, შემდეგ კი მოთხოვნებს ჰონგ-კონგის ლიდერების გადადგომაც დაემატა. პერიოდულად პროტესტი პოლიციასთან შეტაკებებში იზრდება.


გასულ შაბათს მეტროპოლში ბანკები და სხვა კომპანიები დაიხურა და პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა.