25.ოქტომბერი .2022 11:59

მილიონობით მომხმარებლისთვის WhatsApp-ი შეფერხებით მუშაობს

მილიონობით მომხმარებლისთვის WhatsApp-ი შეფერხებით მუშაობს
views 1093
უკან

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმა WhatsApp-ი მილიონობით მომხმარებლისთვის ამჟამად შეფერხებით მუშაობს.

Down Detector-ის ინფორმაციით, შეფერხება მსოფლიოს მასშტაბით დილის 11 საათიდან დაიწყო და 11:40-ზე პიკურ მაჩვენებელს მიაღწია.

WhatsApp-ის მფლობელ კომპანია Meta-ს აღნიშნულ ტექნიკურ პრობლემასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ჯერაც არ გაუკეთებია.