15.აგვისტო .2022 13:18

,,მიმდინარე და მომავალ კვირას, შესაძლოა, კოვიდ-შემთხვევების პიკი იყოს”- ივანე ჩხაიძე

,,მიმდინარე და მომავალ კვირას, შესაძლოა, კოვიდ-შემთხვევების პიკი იყოს”- ივანე ჩხაიძე
views 639
უკან

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში ივნისის პერიოდთან შედარებით კოვიდ-შემთხვევების მატების ტემპი შენელებულია.

მისივე თქმით, მიმდინარე და მომავალი კვირა შემთხვევების რაოდენობის თვალსაზრისით, შესაძლოა, პიკური პერიოდი იყოს.

„თუ გადავხედავთ ევროპის ქვეყნების სტატისტიკას, ეს ტალღა, შეგვიძლია შევაფასოთ როგორც „მეშვიდე ტალღა“, რომელიც ორი თვის განმავლობაში გრძელდება. თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდება. ვფიქრობთ, მომავალ კვირას შესაძლოა შემთხვევების პიკი იყოს“, - განაცხადა ივანე ჩაიძემ.

მისივე თქმით, აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა შემცირდება და მატება მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება კოვიდ-შემთხვევების გადანაწილებას რეგიონების მიხედვით, ჩხაიძე ამბობს, რომ აჭარა არ არის ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე აქტიური ტურისტული სეზონია. როგორც მან აღნიშნა, კოვიდ-შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, იმერეთი ლიდერობს. ამის მიზეზად ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის დონეს ასახელებს. „აჭარა თბილისის შემდეგ ვაქცინაციის მაჩვენებლის მიხედვით მეორე ადგილზეა“, - აღნიშნა მან.