მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიმდინარე ღონისძიებების შედეგად ფაროსანას ზიანი უმნიშვნელოა“ - სეს-ი

63039e288d90d
მარიამ იზორია
22.08.22 19:35
539
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის განცხადებით, სააგენტოს მიერ 2017 წლიდან ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის ზიანი და რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ ჟურნალისტებს განუმარტა, მოცემული დროისთვის სხვადასხვა მეთოდით დასავლეთ საქართველოში 125 000 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

„ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაშია. შედეგად, მავნებლის გავრცელების არეალი არ შეცვლილა და ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში გვხვდება. ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს ვახორციელებთ, მავნებლის გავრცელების დინამიკის დაკვირვების მიზნით, 6 500 დამჭერია განთავსებული. ასევე ინსპექტირება სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს.

ამ მომენტისთვის 125 000 ჰექტარია დამუშავებული. ფაროსანა ძირითადად ატამზე, ვაშლზე, ვაშლატამაზე და თხილზეა მოდებული. ამასთან, დასავლეთ საქართველოში სპეციალური ტექნიკით სიმინდის ფართობების დამუშავებაც მიმდინარეობს, კონკრეტულად, სატრაქტორო აგრეგატებითა და მაღალი წარმადობის აეროზოლური გენერატორით 8 000 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა. მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, ფაროსანას ზიანი უმნიშვნელოა, თუმცა მაშინ, როდესაც ღონისძიებები არ ტარდებოდა, ფერმერებს დიდი ზიანი ჰქონდათ“ - ამბობს ნიკოლოზ მესხი.