მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირაში პარლამენტი მიხეილ ჩხენკელსა და თეა წულუკიანს მოუსმენს

61a4c95e76283
ინგა მურუსიძე
29.11.21 16:40
702
მიმდინარე კვირაში, 1-ელ დეკემბერს, პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, ხოლო პარასკევს, 3 დეკემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს.

ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მინისტრების მოსმენა პარლამენტის რეგლამენტით მინისტრის საათის ფორმატისთვის განსაზღვრული პროცედურებით წარიმართება.

მიმდინარე კვირაში, რიგი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოსმენა იგეგმება.