დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 25 000 ცალი გრიპის ვაქცინით 10 დღის განმავლობაში სულ 5 000 ადამიანი აიცრა, რომელიც პირველ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო დამატებით დოზებსაც შემოიტანს.
„სამწუხაროდ, 10 დღეზე მეტ ხანში დღეისთვის მხოლოდ 5 000 ადამიანია აცრილი. გასაგებია, რომ მოთხოვნა დიდია და მინდა გაუწყოთ, რომ კვირას დამატებით 77 000 დოზა გრიპის ვაქცინა ჩამოვა, რომელიც 26 ოქტომბრამდე მთელი საქართველოს მასშტაბით განაწილდება და უკვე დიდი რისკ ჯგუფები იქნებიან აცრილები - ესენი არიან 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები აქვს, ადამიანები დიაბეტით ასაკის განურჩევლად, სამედიცინო პერსონალი და ა.შ.
გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია კერძო სექტორიდან, რომ მათ დამატებით 40 000 დოზა შემოაქვთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ოქტომბრის ბოლო და ნოემბერი აქტიური იმუნიზაციის პერიოდი იქნება. გრიპზე აცრა მთელი სეზონის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ჯობია, რომ ეს ახლა იყოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას