მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირაში, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო გეგმას წარადგენს

629dfe434ade9
BM.GE
06.06.22 17:14
610
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა. კანონმდებლები ოცდაათამდე საკითხს, მათ შორის, დაჩქარებული წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს განიხილავენ.

დღის წესრიგის მიხედვით, ოთხშაბათს, 8 ივნისს, გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.

პლენარულ სხდომას მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ხუთშაბათს, სავარაუდოდ, დეპუტატები ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრიან კენჭს.

ამავე დღეს, პარლამენტი, „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენს.