მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირიდან, Starbucks-ი ბრიტანეთში "თან წაიღე" სერვისს განაახლებს

5eb948fb5cc73
ნათია თაქთაქიშვილი
11.05.20 17:03
755
მსოფლიოში ცნობილი ყავის მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ მიმდინარე კვირიდან დიდ ბრიტანეთში “თან წაიღე“ სერვისს განაახლებს, რადგან ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

კომპანია მაღაზიებს ხუთშაბათიდან გახსნის სოციალური დისტანცირების პროტოკოლის დაცვით და გაზრდილი სანიტარული ნორმების დაცვით.

გამოცემის მიხედვით, Starbucks-ის მაღაზიების 90% უკვე გახსნილია ჩინეთში, ხოლო მაღაზიების 85% - აშშ-ში.

შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში McDonald’s Corp-მაც განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით, 15 რესტორანს გახსნიდა „თან წაიღეს" სერვისით.