გთვაზობთ მიმდინარე კვირის ტოპ-10 ეკონომიკურ მოვლენას:
1. მთავრობა ვაშლის ჩაბარებას დაასუბსიდირებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვაშლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა სექტემბრიდან დაიწყება და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი თქმით, მოსავალი არის საკმაოდ დიდი და დაახლოებით 120 000 ტონაზე მეტ ვაშლის მოსავალს ელოდებიან, ძირითადად შიდა ქართლის რეგიონში. სუბსიდირების პროგრამის მიზანია, რომ მოსახლეობას ჩაუბარებელი არ დარჩეს მოსავალი და მინიმუმი ანაზღაურება მიიღოს თავის გაწეულ შრომაზე. სუბსიდირება გულისხმობს შემდეგს: იმ შემთხვევაში თუ კომპანიები 1 კგ ვაშლზე მინიმუმ 22 თეთრს გადაუხდიან ჩამბარებელს, ისინი მიიღებენ 10 თეთრის კომპენსაციას. სქემა ანალოგიურია, რაც ყურძნის შემთხვევაში გამოიყენეს 2020 წელს. სუბსიდირების გარდა, ცვლილებები შედის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტშიც, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 1 000 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა განისაზღვრება 12 თვით. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით. ასევე, საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.
„ქართული ხილის კომპანიის“ წარმომადგენელი გურამ კვიწინაძემ ვაშლის სავარაუდო ღირებულებაზე საუბრისას განაცხადა, რომ კარგი იქნება 1.5 ლარად თუ შეძლებენ ვაშლის გაყიდვას, კოოპერატივი წელს 100 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება. ხოლო პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარების შემთხვევაში პროდუქტის ექსპორტირებას რუსეთის მიმართულებითაც ფიქრობენ.
ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/320s2BH; https://bit.ly/30Ywr8I; https://bit.ly/34bkC0O
2. „საპარტნიორო ფონდი“ „თელასის" აქციებს ყიდის
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების 24.5%-ს საჯარო აუქციონზე ყიდის. აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10.5 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. აუქციონში გამარჯვებული იმ შემთხვევაში ვერ შეიძენს აქციებს, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას. bm.ge-სთან ინტერვიუში "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდმა რეფორმირების შემდეგ საინვესტიციო პროექტები უნდა მართოს და არ უნდა ფლობდეს "თელასის" აქციებს, გაზისა და ნავთობის კორპორაციას, სახელმწიფო ელექტროსისტემას...
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2Y6pwbJ; https://bit.ly/3fY4qCE
3. საკარანტინე სივრცეებში ვირუსის 300-მდე შემთხვევაა გამოვლენილი
დღემდე საკარანტინე სივრცეებში ვირუსის 300-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რომ არა ეს პრაქტიკა, გავრცელების მასშტაბები გაცილებით საგანგაშო იქნებოდა და ინიციატივით გამოდის, რომ შესთავაზოს მედია ტურები ყველა საკარანტინე ზონაში და აჩვენონ არსებული მდგომარეობა მარიამ ქვრივიშვილის თქმით ფაქტობრივად ხუთვარსკვლავიანი სერვისია და უკლებლივ ყველა სასტუმრო ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი