მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე პროცესები არყევს ევროატლანტიკურ კურსს - ექსპორტის განვითარების ასოციაცია

64072ba2492aa
BM.GE
07.03.23 16:24
595
ექსპორტის განვითარების ასოციაცია მიიჩნევს, რომ დღევანდელი პროცესები არყევს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.

ამის შესახებ ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული:

„ევროინტეგრაცია იყო და არის საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული გაძლიერების მთავარი ბირთვი. ექსპორტის განვითარების ასოციაცია, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველთვის ცდილობდა კერძო სექტორის ხელშეწყობას, რათა ჩვენი პროდუქცია და მომსახურება კონკურენტუნარიანი ყოფილიყო ევროპასა და სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზარზე.

დღევანდელი პროცესები არყევს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, რაც ახლა ერთადერთი გზაა ქვეყნის წინსვლისა და განვითარების“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.